დედოფლისწყაროს ერთ სოფელში მერის წარმომადგენელი თანამდებობებიდან გათავისუფლდა
როგორც knews.ge-ს დედოფლისწყაროს მერიის ადმინისტრაციულ სამსახურის უფროსმა, მარინა შეითნიშვილმა განუცხადა, გიორგი ჭინჭარაულმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
„გიორგი ჭინჭარაულმა თანამდებობის დატოვების მოთხოვნით დედოფლისწყაროს მერს განცხადებით მიმართა. მისი განცხადება დაკმაყოფილდა. ჭინჭარაული იყო მერის წარმომადგენელი სოფელ გამარჯვებაში. ასევე ვაკანტურია სოფელ არხილოსკალოში დედოფლისწყაროს მერის წარმოამდგენლის თანამდებობა, სადაც ემზარ კობაიძე მუშაობდა. კობაიძემაც საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. კონკურსი არხილოსკალოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე კონკურსი თვენახევრის წინ გამოცხადდა, თუმცა კომისიამ ვერავინ ვერ შეარჩია. ამის გამო კონკურსი თავიდან გამოცხადდა“, – განუცხადა knews.ge-ს მარინა შეითნიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და იურიდიული, ინფრასტრუქტურის, სპორტის, ენერგეტიკის, ეკონომიკური, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობის ან ტყის მართვის სფეროში 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. კონკური ჩატარდება სამ ეტაპად, რომელიც გულისხმობს განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალებასა და გასაუბრებას.