საგარეჯოში წელს 5 ტონა ბიო ღვინის წარმოება იგეგმება
კომპანია “ნაზვრევი” სპეციალური ბიოსერტიფიკატის მიღებას აპრილში ელოდება.
,,ვაშენებთ მარანს, რომელიც ზაფხულში დასრულდება, სადაც 20 ტონა ღვინოს წარმოებაა შესაძლებელი. თავდაპირველად ღვინო ორი ჯიშის ყურძნისგან – საფერავისა და რქაწითელისგან იწარმოება, უახლოეს პერიოდში მას დაემატება მწვანე და ქისი”, – განუცხადა Knews.ge-ს კომპანიის ხელძღვანელმა კოტე თოფურიამ.
თოფურია ვარაუდობს, რომ ბიო ღვინის პირველ პარტიას ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის, მომავალში კი პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს.