ახალი ამბები

აპრილში მიწის შესახებ კანონპროექტის ინიცირება იგეგმება

უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირზე მიწის გასხვისება იკრძალება, თუმცა სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში, მთავრობას განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია რჩება. 

,,უცხო ქვეყნის ფიზიკურ პირზე მიწის გასხვისება იკრძალება, მაგრამ ხელმისაწვდომი იჯარის ფორმით რჩება. ასევე საუბარია, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ სუბიექტში თუ საქართველოს მოქალაქეს წილის 50%-ზე მეტი აქვს, ნასყიდობა ასევე პრობლემა არ იქნება. სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა პორტი, სამთო განვითარების პროექტები, მასშტაბური ჰესების პროექტები, გამონაკლისის სახით გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია რჩება მთავრობას”, – განაცხადა დანელიამ. 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ ორგანულ კანონს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი წერს.