ახალი ამბები

ჯაზისა და ღვინის ფესტივალი კახეთში 21-23 სექტემბერს ჩატარდება

როგორც knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალში წელსაც, მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. „Jazz and Wine Kakheti“-ს ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება. მათი ინფორმაციით, ფესტივალის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. ფესტივალი „Jazz & Wine Kakheti” “Check in Georgia”-ს ფარგლებში გაიმართება.