ხვალ, გურჯაანში, აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემას დაამონტაჟებენ
როგორც knews.ge-ს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ განუცხადა, შემუშავდა მონიტორინგის სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება აზიური ფაროსანას გავრცელების იდენტიფიცირება.
,,მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსდება მონიტორინგის სისტემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება აზიური ფაროსანას გავრცელების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება”, – განუცხადა knews.ge-ს ზურაბ ლიპარტიამ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად მოხალისეთა კორპუსის შექმნასაც გეგმავს.