ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი – კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კერძო სექტორთან პარტნიორობით შესაძლებელია კახეთში განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები. მთავრობის მეთაურმა ქვეყენაში ტურისტების რაოდენობის ზრდის ტენდენციაზეც ისაუბრა. 

„ძალიან სასიხარულოა, რომ კახეთში ტურიზმი გადადის თვისობრივად ახალ განზომილებაში. მოთხოვნა ასეთი ტიპის სასტუმრო კომპლექსებზე ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, გასული წლის განმავლობაში 28%-ით გაიზარდა ტურისტების რიცხვი. ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ 2025 წლამდე გავასამმაგოთ ტურისტების რაოდენობა საქართველოში. მხედველობაში მყავს ტურისტები, რომლებიც ტურიზმის მიზნით ჩამოდიან და შეგვიძლია ასეთი რიცხვი 10 მილიონამდე გავზარდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მართლაც და სრულიად სხვა ცხოვრების დონე მივიღოთ საქართველოში, მნიშვნელოვნად გაიზარდოს დასაქმების დონე და ქვეყნის ვიზუალური სახეც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.