პრემიერი – სახელმწიფომ უნდა იზრუნოს კახეთში რკინიგზის აღდგენაზე
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტურიზკის განვითარება რკინიგზის გარეშე წარმოუდგენელია. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა უშუალოდ კახეთის რეგიონის სამომავლო განვითარებაზე.
„მნიშვნელოვანია, რომ კახეთში ხორციელდება ძალიან მსხვილი ინვესტიციები. ჩვენ უკვე შევთანხმდით კერძო ინვესტორებთან ერთად, რომ აქ დაფუძნდება სპეციალური პროგრამები. ცოტა ხნის წინ ვახსენეთ, რომ, როგორც შვეიცარიაშია „ვერბიეს ფესტივალი“, წინანდლის ბაზაზე ვაპირებთ, რომ ზუსტად ასეთი სასწავლო, სამუსიკო, კონკრეტულად კლასიკური მუსიკის მიმართულებით რეგიონული მასშტაბის პროგრამა დავაფუძნოთ, სადაც მომზადდებიან ახალგაზრდები. ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა მეზობელი ქვეყნის ჩართულობით, ყოველწლიური“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.