კახური ღვინის მარანის პროდუქციის ახალი სერია იტალიის ბაზარზე გავა
როგორც knews.ge-ს კახური ღვინის მარანში განუცხადეს, პროექტი მიზნად ისახავს ქართულ-იტალიური ერთობლივი პროდუქტის შექმნის გზით, ქართული ღვინის პოპულარიზაციას იტალიაში.
„აღნიშნული პროექტი განხორციელდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის, სოსო დანელიას ხელშეწყობით. იტალიაში, ტოსკანას რეგიონში, გაიმართა კომპანია “კახური ღვინის მარანის” პროდუქციის და მის ექსკლუზიურ ეტიკეტზე დატანილი ფერწერული ტილოს პრეზენტაცია. ღონისძიება გაიმართა, როსინების ვილაში “Podre La Cappela”-ს მეპატრონეების ბრუნო და ნატაშა როსინების თაოსნობით, სადაც მიწვეულები იყვნენ: ტოსკანას რეგიონის ხელმძღვანელები, კარდინალი ჯოვანი ბატისტა რე ვატიკანიდან და ქართული მხარის წარმომადგენლები. აღნიშნულ ღონისძიებაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, უახლოეს მომავალში, იტალიის რეგიონებსა და ვატიკანში, ფართოდ იქნება წარმოდგენილი “კახური ღვინის მარანის” და “Podre La Cappella”-ს ერთობლივი პროექტის პროდუქცია უმაღლესი ხარისხის ღვინოები ექსკლუზიური ფერწერული ეტიკეტირებით“, – განუცხადეს knews.ge-ს კახური ღვინის მარანში.