წნორი-დედოფლისწყაროს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ,,სერპანტინი” ახორციელებს. როგორც knews.ge-ს დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განუცხადა, აღნიშნული სამუშაოები მაისის თვის შუა რიცხვებში დასრულდება და ზემო ქედი-ქვემო ქედის დამაკავშირებელი გზის 36-ე 48-ე კილომეტრებზე გადაინაცვლებს.
,,პროექტის დასრულების შემდეგ დედოფლისწყაროს ექნება სოფლებთან დამაკავშირებელი უმაღლესი სტანდარტების გზა. ამიტომაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ საუკუნის პროექტი ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის. აღნიშნული გზის სამუშაოები სრულად 2018 წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება. პროექტი სოფელ ოზაანიდან ქვემო ქედის ჩათვლით 37 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს“-განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.