გურჯააში 5 მუზეუმის მონახულება უფასოდ არის შესაძლებელი
მუნიციპალიტეტში არსებული 5 მუზეუმი ვიზიტორებისთვის უფასოა.
,,მუზეუმები დამთვალიერებლებისთვის ღიაა ყოველდღე 10:00 -დან 17: 00 საათამდე, გარდა ორსაბათისა. ეს მუზეუმებია: ნატო ვაჩნაძის სახელობის მუზეუმი (სოფელი გურჯაანი); იოსებ ნონეშვილის სახელობის მუზეუმი (სოფელი კარდენახი); ივ.ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმი (სოფელი ვეჯინი); გიორგი მაისურაძის ისტორიის მუზეუმი (სოფელი ვაჩნაძიანი) ; საბრძოლო დიდების მემორიალური მუზეუმი (ქალაქი გურჯაანი)”, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში.
კამპანია „”Discount Week”-ის“ მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია, შიდა ტურიზმის წახალისება და ტურისტული ობიექტებისთვის ვიზიტორების მიზიდვა. სხვადასხვა რეგიონში ფასდაკლების კვირეულის კამპანია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წელს დაიწყო.