კახეთში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები დაიწყო
როგორც knews.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, არსებული მონაცემებით, გურჯაანის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით უკვე დამუშავებულია 1000 ჰექტარი მიწის ფართობი.
,,გურჯაანის გარდა, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სადაც შპს „მექანიზატორის“ 2 ერთეული ტრაქტორით 50 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება. საგაზაფხულო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ გურჯაანის სერვისცენტრში 186 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში”, – განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.