გურჯაანი-ლაგოდეხის გზაზე ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ისინი გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მგზავრების მდგომარეობა სტაბილურია და მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
თვითმხილველების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზაზე მოცურდა და შემდეგ ამობრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.