პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
სასამართლოში იმყოფებიან ბრალდებულების ახლობლები, პანკისის ხეობიდან ჩამოსული პირები. ისინი ამბობენ, რომ პანკისის ხეობაში გამოძიების ობიექტურად ჩატარების იმედი აქვთ. მათი თქმით, სამართალდამცველების მიერ დაკავებულ პირებს ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
“ხეობაში განწყობა ასეთია, რომ სამართლიანად ჩატარდება გამოძიება და ალბათ, გამოუშვებენ დაკავებულებს, ამის გვჯერა. ყოველიშემთხვევისთვის ტერორიზმთან რომ კავშირი არ აქვთ, ამაში მილიონი პროცენტით ვართ დარწმუნებულები”, – განაცხადა ჯარაფ ხანგოშვილმა.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე მსჯელობენ. როგორც სხდომის დაწყების წინ საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ განაცხადა, დაცვის მხარე პროცესზე შეეცდება ისაუბროს იმაზე, რომ პროკურატურის წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალის წარსადგენად საკმარისი არ არის.
საერთო ჯამში, ტერორიზმთან კავშირში 8 პირია ბრალდებული.