მასწავლებლები განსხვავებული აზრის მიმღებლობას სწავლობენ
ასეთია მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის შედეგად ექსპერტების მიერ შემუშავებული დასკვნა. ტრეინინგები მასწავლებლებს „მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ორგანიზებით, პროექტ “ავარელი და ქართველი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერების“ ფარგლებში ჩაუტარდათ.
ტრენინგს ესწრებოდნენ ჩანტლისყურის, (ავარელებით დასახელბული სოფელი), თივის (ავარელებით და აჭარელი ეკო-მიგრანტებისთ დასახელებული სოფელი), ახალსოფლის (სოფელი, რომლის სკოლაშიც გადმოდიან ავარელები მეათე კლასში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში) საჯარო სკოლის პედაგოგებს.
ტრენინგის პირველ დღეს მომხსენებელი იყო ფილოსოფოსი, ლევან ღამბაშიძე, გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის ფილოსოფიისა და ისტორიის მასწავლებელი. მოხსენების მთავარი თემა იყო კლასში მრავალფეროვნებისმართვის საკითხში მასწავლებლების როლი. ტრენინგზე განიხილეს ისეთი ცნებები როგორიცაა მოქალაქეობა, პასუხისმგებლობა, ინტეგრაცია და განსხვავებული აზრის არსებობის შესახებ საკითხები.
განხილვისას, გამოვლინდა, რომ მასწავლებლები განსაკუთრებით უარყოფითად აღიქვამენ ტერმინ „ლიბერალიზმს“, „ლიბერალურ დამოკიდებულებას“, მწვავედ ეწინააღმდეგებიან უმცირესობებისთვის განკუთვნილ სახელმწიფო პროგრამებს, როგორიც არის მაგალითად „4+1 პროგრამა“ ეთნიკურად არაქრთველი სტუდენტებისთვის ან რაიმე სახის კვოტებს, ისტორიის სწავლებისას, ნეიტრალიტეტის დაცვას სხვა რელიგიების მიმართ და ა.შ.
მეორე დღის ტრენინგი უფრო პრაქტიკული ხასიათის იყო. ტრენინგი ჩაატარა ლადო აფხაზავამ, სოფ. ჩიბათის სკოლის მასწავლებელმა და 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა. ტრენინგის მთავარი თემა იყო, გაკვეთილის დაგეგმვა და მოსწავლეების მაქსიმალური ინტეგრაციის უზრუნველყოფა ინოვაციოური მეთოდების და სწავლების თანამედროვე სტრატეგიების გამოყენებით. ბატონმა ლადომ მასწავლებლებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და საილუსტრაციოდ რამდენიმე თამაში აჩვენა,რომლებშიც თავად მასწავლებლები იყვნენ ჩართული.
ტრენინგი დაყოფილი იყო სამ თემატურ ნაწილად, გამოყოფილი იყო ისეთი აქტივობები, რომლებიც მიმართულია მოსწავლეების მოტივაციის გაზრდისკენ, სადაც მასწავლებელი აწვდის ინფორმაციას მოსწავლეებს და უსახავს კონკრეტულ მიზანს.