ახალი ამბები

თესაუს ორმა საგანმანათლებლო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

როგორც knews.ge-ს თესაუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა განუცხადა, მეტროლოგია-კლიმატოლოგიის სამაგისტრო პროგრამას აკრედიტაცია 7 წლის ვადით მიენიჭა, ხოლო ახალი და უახლოესი ისტორიის სადოქტორო პროგრამას კი – 9 თვით. შალვა ჭკადუას ინფორმაციით, აკრედიტაცია ვერ გაიარა ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამამ. 
„2018 წელს ახალი და უახლესი ისტორიის და ფილოლოგიის სადოქტორო და მეტროლოგია-კლიმატოლოგიის სამაგისტრო პროგრამა წარვადგინეთ აკრედიტაციაზე. ახალი და უახლესი ისტორიის სადოქტორო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა 9 თვის ვადით. ეს ნიშნავს იმას, რომ 3 თვის შემდეგ ეს პროგრამა ხელახლა უნდა წარვადგინოთ აკრედიტაციაზე, რადგან მის განხილვას დაახლოებით 6 თვე სჭირდება. ამ პროგრამაში იყო გარკვეული ხარვეზები, რის გამოც მისი აკრედიტაციის ვადად 9 თვე განისაზღვრა. მეტროლოგია-კლიმატოლოგიის სამაგისტრო პროგრამას აკრედიტაცია 7 წლის ვადით მიენიჭა. ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამამ კი აკრედიტაცია ვერ გაიარა. ავტოროზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტი ძალიან მაღალია. ამ პროგრამაში კი სტანდართან გარკვეული შეუსაბამობები იყო“, – განუცხადა knews.ge-ს შალვა ჭკადუამ. 
ოფიაცილური მონაცემებით, თელავის უნივერსიტეტში, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, 1500-მდე სტუდენტი სწავლობს.