გურჯაანში 60 წლამდე მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო
knews.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი დღეს დილით ნახეს. ამ ეტაპზე თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანაშაული ისჯება სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.