ახალი ამბები

ყვარელში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

კომპანიის გენერალური დირექტორი, ნუგზარ ქსოვრელი აცხადებს, რომ 40 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა 2 წელში დასრულდება. 
“ვაშენებთ მეორე სასტუმროს, ადგილი უკვე შეძენილია, პროექტიც კეთდება, მას ჰოლანდიელები სპეციალისტები ამზადებენ. ეს იქნება ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, 40 ნომრით და „რეზორტთან“ მიახლოვებული. იქ განთავსდება სპა-საუნა, საცურაო აუზი, საბანკეტო დარბაზი, სათამაშო მოედნები და სხვა, სასტუმროს ინფრასტრუქტურა საკმაოდ დიდი ტერიტორიაზე განლაგდება. დაახლოებით 2 მილიონი დოლარი ჩაიდება საწყის ეტაპზე, პირველ რიგში სასტუმრო და საბანკეტო დარბაზი გაკეთდება. მშენებლობა ორ წელში დასრულდება”, – განაცხადა ნუგზარ ქსოვრელმა. 
“კორპორაცია ქინძმარაული” უკვე ფლობს 26 ნომრიან სასტუმროს “შატო ყვარელს” , ბარით და რესტორნით, რომელიც ყვარელში, ღვინის საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. კორპორაციის საკუთარებაშია, ასევე, ჰოსტელი, რომელიც 40 საწოლზეა გათვლილი და ძირითადად იაფ სეგმენტს, მათ შორის, სტუდენტებს ემსახურება.