სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს საქართველო ბულგარეთისგან შეიძენს
როგორც knews.ge-ს “დელტაში” განუცხადეს, ბულგარულმა კომპანია “Stroyproject”-მა – 2700 ერთეული რაკეტის მიწოდებისთვის მათ 1 მილიონ 787 ათასი ლარი შესთავაზა, 116 ათასი ლარით ნაკლები, ვიდრე ეს ტენდერის საწყისი ფასით იყო განსაზღვრული.
“ბულგარულ კომპანიამ 2700 რაკეტის მოწოდებისთვის 1 მილიონ 787 ათასი ლარი შემოგვთავაზა. ეს თანხა ტენდერის საწყის ფასთან შედარებით 16 000 ლარით არის ნაკლები. ამ ეტაპზე ჩვენი სატენდერო კომისია სწავლობს ბულგარული კომპანიის დოკუმენტაციასა და შეთავაზებას”, – განუცხადეს knews.ge-ს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში.
“დელტას” ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება რაკეტების პირველი პარტია -1200 ერთეული, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში მიაწოდოს დამკვეთს.