ახალი ამბები

ახმეტის 9 თემში მცირე გრანტების პროგრამა დაიწყო

როგორც knews.ge-ს პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ განუცხადა, პროგრამა დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას როგორც ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ისე რეგიონის პოპულარიზაციაში ტექნიკური დახმარების გზით. ქეთევან ჭუმბურიძის ინფორმაციით, პროექტი ხუთ წლიანია და 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.
,,სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში ჩართული 60-მდე მცირე ბიზნესის წარმომადგენელი გრანტს მიიღებს. მცირე გრანტების პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში ჩართულ 60-მდე მცირე ბიზნესს ახმეტის მუნიციპალიტეტის სამიზნე თემებში. პროექტი დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას როგორც ეკონომიკურ შესაძლებლობების განვითარებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ისე რეგიონის პოპულარიზაციაში ტექნიკური დახმარების გზით. მცირე გრანტების პროგრამა წარმოადგენს იმ პროგრამების გაგრძელებას, რომლებსაც პროექტი zrda უკვე ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტში და იგი ხელს შეუწყობს პროექტის საქმიანობების დივერსიფიცირებას”, – განუცხადა knews.ge-ს ქეთევან ჭუმბურიძემ.