მდინარე კაბალზე დამცავი გაბიონები განთავსდება
სოფელ გიორგეთში მცოხვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ყოველ გაზაფხულზე უხვი ნალექის შედეგად მდინარე კაბალი დიდდება და დამცავ მიწაყრილს არღვევს.
,,მდინარე კაბალი როცა დიდდება, წლების მანძილზე ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთებს, სახნავ-სათეს სავარგულებსა და საცხოვრებელ სახლებს ტბორავს და საფრთხეს გვიქმნის. არაერთხელ დაუტბორია უკვე დათესილი ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები”, – განაცხადა Knews.ge-სთან გია რეხვიაშვილმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, მდინარეზე ეწყობა 378 გრძივი მეტრის დამცავი გაბიონი.
,,დამცავი გაბიონის მოწყობის სამუშაოებს შპს „ნდს მშენებლობა“ ახორციელებს. პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული რისთვის 349 000 ლარი დაიხარჯება”, – ამბობს knews.ge-სთან ქალაქის მერი.