ახალი ამბები

სიღნაღის სასამართლომ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულს 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

მსჯავრდებული 6 თვეს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. 
„გ.ბ.-მ 2018 წლის 7 იანვარს, საღამოს საათებში, დედოფლისწყაროს რაიონში, ყოფილი მეუღლის ზ.ხ.-ს საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაიდინა ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობა, რა დროსაც ფეხის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. სამართალდამცველებმა გ.ბ. იმავე ღამეს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი“, – განუცხადეს knews.ge-ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.