„ბატონის ციხის გალავანს გამხმარი ხეები საფრთხეს უქმნის“
როგორც knews.ge-ს აბულაძემ განუცხადა, ხმელი ხეების მოჭრის ნებართვა სატყეო დეპარტამენტიდან უკვე მიიღეს.
„გამხმარი ხეები ბატონის ციხის გალავანს საფრთხეს უქმნის. დაახლოებით ერთი თვის წინ ძლიერმა ქარმა სამი გამხმარი ხე წააქცია, მერიას გამხმარი ხეების მოჭრის შესახებ წერილი 3 მარტს გავუგზავნეთ. პრობლემის მოგვარების მოთხოვნით სატყეო დეპარტამენტსაც მივმართეთ. დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ. მათ დაათვალიერეს ხეები, ფოტოები გადაიღეს და ხეების მოჭრის ნებართვა მოგვცეს. ეს ხეები წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი ხის სახეობა არ არის. ხეები 70-იან წლებში დარგეს“, – განუცხადა knews.ge-ს დავით აბულაძემ.
მისივე ინფორმაციით, ხეებს მერიის კეთილმოწყობის სამსახური მოჭრის. აბულაძე ვერ აკონკრეტებს, როდის დაიწყება სამუშაოები.