ახალი ამბები

გურჯაანში ავტოავარიის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა, რომელსაც არასრულწოლოვანი მართავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.