თელავის უნივერსიტეტში მედიაციაში საჯარო ლექცია ჩატარდება
ღონისძიებას გაუძღვებიან ლექტორები: გულო დილავერიძე, შორენა ლაზარიაშვილი და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, სამართლის დოქტორი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია ჩიტაშვილი.
როგორც knews.ge-ს ნათია ჩიტაშვილმა განუცხადა, საჯარო ლექცია მიზნად ისახავს მონაწილეთათვის მედიაციის ინსტიტუტის არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებისა და რეგულირების პერსპექტივების, დავის გადაწყვეტის საშუალებათა სისტემაში მედიაციის უპირატესობების, მედიატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ეთიკური მოვალეობების, მედიაციის სახელმწიფოებრივი ინსტიტუციონალიზაციის პროცესში სამედიაციო საქმიანობის პროფესიად ფორმირების პერსპექტივების გაცნობას.
„ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო ლექციაა. დავის გადაწყვეტის საშუალებათა სისტემაში მედიაციის უპირატესობა აშკარაა. ლექციის მონაწილეებს ამ უპირატესობის შესახებ და მედიაციის ინსტიტუტის არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებისა და რეგულირების პერსპექტივების შესახებ მივაწოდებთ ინფორმაციას. მედიაციის აკადემიური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში მოქმედ უნივესიტეტებს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი“, – განუცხადა knews.ge-ს ნათია ჩიტაშვილმა.
მედიაციის აკადემიური გაძლიერების პროექტს ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (TSU NCADR) ახორციელებს.