ახალი ამბები

კახეთში ფსიქიატრიული დაწესებულების აშენება იგეგმება

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი დაწესებულება კახეთის რეგიონში იქნება. 
„ყველა ამ ტიპის დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი უნდა დავაწესოთ იმ კუთხით, რომ იქ არიან უმწეო ადამიანები. მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ასე ღიად საუბარი და ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობას ვგეგმავთ. ერთი იქნება სამეგრელოს, ხოლო ერთი კახეთის რეგიონში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის მდგომარეობას ამ მიმართულებით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.