მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეული ენერგოომბუდსმენმა კახეთიდან დაიწყო
სალომე ვარდიაშვილმა ელექტროენერგიის მომხმარებლებთან პირველი შეხვედრები ახმეტის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
მან “ენერგო-პრო ჯორჯიას“ კახეთის სერვისცენტრიც მოინახულა.
„აქციის „შენი ხმა რეგიონს“ ფარგლებში მოქალაქეებმა სამართლებრივი კონსულტაციები ადგილზე გავუწიე. მათ წერილობითი განცხადებებით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართეს. ენერგოომბუდსმენის აპარატი, უკვე ტრადიციულად, უერთდება მსოფლიოში აღიარებულ თარიღს. აღნიშნული აქცია გაგრძელდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და წლის ბოლომდე ის საქართველოს ყველა კუთხეში ჩავალ“, – განუცხადა knews.ge-ს სალომე ვარდიაშვილმა.
15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. მომხმარებელი, როგორც უფლებების მქონე სუბიექტი, პირველად, ამერიკაში, პრეზიდენტ ჯონ კენედის ინიციატივით აღიარეს.
,,მომხმარებელი არის ეკონომიკური ჯგუფი, რომელსაც ვალდებულებებთან ერთად, უფლებებიც გააჩნია“, – მიმართა პრეზიდენტმა კონგრესს. 1985 წლიდან მომხმარებელთა უფლებები ოფიციალურად გაიწერა გაეროს რეზოლუციით.