ყვარლის ციხის აღსადგენად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
ტენდერში არცერთ კომპანია არ მონაწილეობდა. როგორც knews.ge-ს ყვარლის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურაბ მამულაშვილმა განუცხადა, დაზიანებული ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 500 ლარი გამოიყო და კოშკის აღდგენაზე ტენდერი 27 თებერვალს გამოაცხადა.
“ისტორიული კოშკის აღსადგენად ტენდერი 27 თებერვალს გამოცხადდა. ისტორიული ძეგლი ქვითკირითაა ნაგები და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაა მისი რეაბილიტაცია. ალბათ ტენდერში არავინ არ მიიღო მონაწილეობა”,- განუცხადა knews.ge-ს დავით მამულაშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტში საუკუნოვანი კოშკის ნაწილი 10 მარტს ჩამოინგრა.