გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები დაწესდა
როგორც knews.ge-ს საგზაო სამმართველოს კახეთის განყოფილების უფროსმა თამაზ აბდულაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა გომბორის უღელტეხილზე ინტესიურად თოვს, რის გამოც გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
,,გომბორიზე გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ ზამთრის საბურავების და მოცურების საწინააღდეგო ჯაჭვების მქონე ავტომობილებს. იწმინდება გზა, ვაყრით მარილს, მაგრამ გადაუღებლად თოვს და ყინავს”, – განუცხადა knews.ge-ს თამაზ აბდულაშვილმა.