ახალი ამბები

პანკისში 23 წლის ქალბატონმა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა

შემთხვევა გუშინ გვიან ღამე მოხდა. პანკისის სათემო რადიო “WAY”-ის ინფორმაციით, იარაღიდან გასროლის შედეგად მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილს ახმეტის სამედიცინო ცენტრში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო კატასტროფის ბრიგადამ ქალბატონი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.