ლაგოდეხში სასოფლო-სამურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება
ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, გზის საერთო სიგრძე 5005 მეტრია, რომელიც სოფელ გიორგეთისა და მდინარე კაბლის მიმდებარე სახნავ მიწებს შორის მდებარეობს და პარალერულად მდინარე შავწყალას მიყვება.
,,ეს გზა ორივე თემის მცხოვრებლებს აკავშირებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან და რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ადგილობრივებს გადაადგილება გაუადვილდებათ. ახალი გზა ხელს შეუწყობს სოფლად სოფლის მეურნეობის განვითარებას მუნიციპალიტეტსა და სოფლებში”, – განუცხადა knews.ge-ს ჯონდო მდივნიშვილმა.
გზების რეაბილიტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ახორციელებს, რომლისთვისაც 600 000 ლარი დაიხარჯება.