შალაურის მარნის ღვინოებმა იაპონიაში „საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდოები მიიღო
როგორც knews.ge-ს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი სამანიშვილმა განუცხადა, შალაურის ღვინის მარანში წარმოებულმა „მწვანე 2015“-მა ოქროს მედალი, ხოლო „რქაწითელი მწავე 2014“-მა კი ვერცხლის მედალი დაიმსხაურა.
„შალაურის ღვინის მარნის გარდა, „სეკურას“ კონკურსზე უმაღლესი ჯილდოები სხვა კომპანიებმაც მიიღეს. „ორმაგი ოქრო“ – „ქისი 2016“, კორპორაცია ქინძმარაული;
„ოქრო“ – „მწვანე 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“; „ვერცხლი“ – „საფერავი როზე 2015“, კორპორაცია ქინძმარაული; „ვერცხლი“ – „საფერავი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“; „ვერცხლი“ – „ქისი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანი“. მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი სამანიშვილმა.
საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 5rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2018) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.
კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.