ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი 23 ივნისს გაიხსნება
ღონისძიებას, დეიტრა ფარი გახსნის. მეორე წელია, რაც ლაგოდეხში საერთაშორისო მუსიკალური ღონისძიება ტარდება.
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეორე წელია ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ნაკრძალის მიმდებარედ, ტრადიციული ბლუზფესტივალის ჩატარება კარგი საშუალებაა მნიშვნელოვანი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად, ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს რეგიონის ეკონომიკას, აამაღლებს მის ცნობადობას ევროპულ ტურისტულ რუკაზე”, – განუცხადეს knews.ge-ს ტურიზმის ადმინისტრაციაში.
უწყების ინფორმაციით, 23 ივნისიდან 18 აგვისტომდე 14 კონცერტი ჩატარდება. ბლუზ ფესტივალში მონაწილეობენ 8 ქვეყნის: საქართველოს, აშშ-ის, საფრანგეთის, ინგლისის, ისრაელის, კანადის, ჰოლანდიის და რუსეთის წარმომადგენლები.
ბლუზის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარედ, გასული წლის ზაფხულში, ჩატარდა.