ყვარლის მერიაში ახალი პროექტი იწყება
როგორც knews.ge-ს ყვარლის მერმა, როსტომ სესიაშვილმა განუცხადა, პროექტის მიზანია, ადგილობრივ თვითმმართველობაში თანამედროვე მიდგომების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფრო სწრაფად, ეფექტურად და ხარისხიანად მომსახურებას.
“არასამთავრობო ორგანიზაცია “World Vision”-თან ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებით დაიწყო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მზადაა, გარკვეული დროის განმავლობაში ჩამოაყალიბოს მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების დოკუმენტის სტანდარტი, მისი შემდგომი განხორციელების მიზნით. პროექტი ხორციელდება მოწვეულ კონსულტანტთან თამარ ტურაშვილთან ერთად, რომელიც შრომისა და ორგანიზაციის ასოცირებული პროფესორია და აქვს დიდი გამოცდილება მომსახურების სფეროში”,- განუცხადა knews.ge-ს როსტომ სესიაშვილმა.