ლაგოდეხის საკრებულო პეტიციის ელექტრონული ფორმით მიმართვის წესს განსაზღვრავს
წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დღეს იმსჯელეს. როგორც Knews.ge-ს საკრებულოში განუცხადეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომა 2 მარტს, 12:00 საათზე, ადმინისტრაციული შენობის მცირე დარბაზში ჩატარდება, სადაც აღნიშნულ საკითხზეც იქნება მსჯელობა.