სოფელ ვარდისუბანში 20 წლის ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ოჯახის წევრებმა ახალგაზრდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნახეს და სამართალდამცავებს შეატყობინეს. თვითმკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
სოფელში არ გამორიცხავენ, რომ სუიციდის შემთხვევა ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდეს.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.