ახალი ამბები

თესაუ სტუდენტებისთვის, საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, კონკურსს აცხადებს

როგორც knews.ge-ს საერთაშორისო სამსახურის უფროსმა განუცხადა, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. თამარ ასლანიშვილის ინფორმაციით, გამარჯვებულები შემოდგომის სასწავლო სემესტრს, 2018 წლის სექტემბრიდან, თურქეთის, იტალიისა და სებერძნეთის უნივერსიტეტებში გაატარებენ. 
„კონკურსში მონაწილე აკადემიური პერსონალისთვის, იტალიაში წასვლისთვის, საჭიროა ინგლისური ენის გარდა, იტალიური ენის მინიმალურ დონეზე ცოდნა. კონკურსში მონაწილეობის მიღება აკადემიური პერსონალის გარდა, შეუძლიათ ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის სტუდენტებსაც. ერასმუს+-ის პროექტის კონკურსის ფარგლებში ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 5 მარტს, 13 საათზე. გასაუბრება დაგეგმილია 9 მარტს. გამარჯვებული სტუდენტები მაისში გამოვლინდებიან. მელვანას პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის კი ტესტირება უცხო ენაში გაიმართება 5 მარტს, 13 საათზე. გასაუბრება კი გათვალისწინებულია 7 მარტს. გამარჯვებულები ერსამუსის პროექტის მსგავსად მევლანაშიც გამოვლინდებიან მაისში“, – განუცხადა knews.ge-ს თამარ ასლანიშვილმა.