ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს თანადაფინანსების გრანტების პროგრამას
როგორც knews.ge-ს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში განუცხადეს, პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.
“GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს”,- განუცხადეს knews.ge-ს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.
უწყების ინფორმაციით, თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 28 თებერვალს, 12 საათზე, რომლის მიზანია პროგრამის შესახებ ინფორმაციიის მიწოდება დაინტერესებული პირებისთვის.