თესაუს ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამამ აკრედიტაცია ვერ გაიარა
როგორც knews.ge-ს თესაუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, შალვა ჭკადუამ განუცხადა, სადოქტორო პროგრამაში დაფიქსირდა აკრედატიციისა და ავტორიზაციის სტანდარტთან გარკვეული შეუსაბამობები.
„ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამამ, რომლის მიმართულებებია ტიპოლოგიური ლინგვისტიკა და მთარგმნელობითი საქმე, აკრედიტაცია ვერ გაიარა. ავტოროზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტი ძალიან მაღალია. პროგრამაში კი სტანდარტან გარკვეული შეუსაბამობები იყო. აკრედიტაციის საბჭოს ჯერ არ დაუწერია ოქმი. როდესაც ჩვენ გავეცნობით ოქმს, უკვე დავიწყებთ პროგრამაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას. აღსანიშნავია, რომ მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა“, – განუცხადა knews.ge-ს შალვა ჭკადუამ.
ოფიაცილური მონაცემებით, თელავის უნივერსიტეტში, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, 1500-მდე სტუდენტი სწავლობს.