საგარეჯოში 35 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ერთ-ერთ ფერმერთან მწყემსად მუშაობდა. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის გურჯაანის ეროვნული ბიუროშია გადასვენებული. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.