გურჯაანში 20 საბავშვო ბაღის გაზიფიცირება განხორციელდება
როგორც Knews.ge-ს გურჯაანის მერმა განუცხადა, მუნიციპალიტეტში სულ 37 საბავშვო ბაღია, საიდანაც დღეისთის მხოლოდ 15 გაზიფიცირებული. არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ 35 საბავშვო ბაღი ბუნებრივი აირის მიწოდებით უზრუნველყოფილი იქნება.
„გურჯაანის 20 ბაღში განხორციელდება გაზიფიცირება. სოფელ სოფელ ვაჩნაძიანის, ახაშნის, ყიტაანის, ზეგაანის, ვეჯინის, კოლაგის, ბაკურციხის, მელაანის, არაშენდის, ქოდალოს, კაჭრეთის, დარჩეთის, ჯიმითის, კალაურის 1-ელ და მე-2, ჩულმლაყის 1-ელ და მე-2, კარდენახის მე-3 და მე-4 საბავშვო ბაღებში ბუნებრივი იარით მომარაგების შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. ორ საბავშო ბაღში კი, რომლებშიც გაზის ქსელის მოწყობა ამ ეტაპზე ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელია, სამუშაოები უახლოეს მომავალში განხორციელდება. სამუშაოები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბაღების გაზიფიცირებისათვის 19 000 ლარამდეა გათვალისწინებული“, – განუცხადა Knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღი ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვი გაზიფიცირებული იქნება.