თელავში ორმოცდაერთმა სამხედრო მოსამსახურემ ფიცი დადო
ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს და ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს: კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა – ირაკლი ქადაგიშვილმა, საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსმა – პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა – შოთა ნარეკლიშვილმა.
ფიცის დადების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის მაღალხარისხიანად ჩატარებისთვის ხუთ სამხედრო მოსამსახურეს, მე-20 კადრირებული ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის – ვიცე-პოლკოვნიკის გიორგი გელაშვილის სახელით მადლობა გამოეცხადათ.
კურსდამთავრებულები საქართველოს ეროვნული გვარდიის კაპელანმა მამა მიქაელმა დალოცა. ფიცის დადების საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.