აუტიზმის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახები დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ
როგორც knews.ge-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში განუცხადეს, გაიზრდება იმ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარი ხარჯები, რომლებიც აქამდე სარგებლობდნენ აღნიშნული შეღავათებით.
,,დედოფლისწყაროს საკრებულომ განიხილა და ერთხმად დაამტკიცა 2017 წლის 19 დეკემბრის N55 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ. ასევე გადაწყდა, რომ გაიზრდება იმ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარი ხარჯები, რომლებიც აქამდე სარგებლობდნენ აღნიშნული შეღავათებით და განისაზღვრა 18-დან 22 ლარამდე. აღნიშნული ცვლილებები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში აისახა და, შესაბამისად, ბიუჯეტის სოციალური პაკეტი 20 000 ლარით გაიზარდა’’, – განუცხადა knews.ge-ს საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ პაპიაშვილმა.