თესაუს სტუდენტები შსს-ს აკადემიის არქივში დაცულ მასალას გაეცნობიან
თუშურაშვილის განცხადებით, პროექტის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული და საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი საქართველოს უახლესი ისტორიის მასალების შესახებ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება, საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ისტორიის სწავლების ინტერაქტიული მეთოდოლოგიის დანერგვა.
„ეს ზალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სამინისტროს არქივსი დაცული საქართველოს უახლესი ისტორიის მასალების შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია. ეს არის სამაგიდო თამაში, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, საქართველოს უახლეს ისტორიაში განვლილი მასალის (კონკრეტული პერიოდის) შესახებ საკუთარი ცოდნა გადაამოწმონ და მოძრაობის უსაფრთხოების წესებსაც გაეცნონ“, – განუცხადა knews.ge-ს ომარ თუშურაშვილმა.
ომარ თუშურაშვილმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს თამაშის სრული ინვენტარი გადსაცა, რომელსაც ისინი ისტორიის ლექციებზე გამოიყენებენ. თესაუს ბიბლიოთეკას კი აკადემიის მიერ გამოცემული წიგნები და ჟურნალები უსაჩუქრა, რომლებშიც უნიკალური საარქივო მასალებია დაცული.