ახალი ამბები

სოფელ ნუკრიანში ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. სამუშაოები, რომლებიც საქართველოს მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანასდა და მასზე 1 მლნ 450 000ლარი დაიხარჯა , ტენდერში გამარჯვებულმა აზერბაიჯანულმა კომპანია „გრინვეიმ“ შეასრულა.
“აღნიშნული ხიდი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მდებარეობს. რეაბილიტაციამდე იგი იყო ძალიან ვიწრო, მკვეთრი მოსახვევით, ამავე დროს- ავარიულ მდგომარეობაში და შესაბამისად, ქმნიდა საშიშროებას მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
დღეისათვის ხიდი გაფართოებულია. მისი სიგრძე დაახლოებით 26 მეტრი, ხოლო სიგანე-40 მეტრია”, – განუცხადა knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა.