თესაუს სტუდენტებმა დოკუმენტური ფილმების კონკურსში გაიმარჯვეს
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა მიიღეს და ფილმები აგროჟურნალისტიკის მიმართულებით მოამზადეს. როგორც knews.ge-ს პროექტის ერთ-ერთმა კოორდინატორმა, თესაუს ასისტენტ-პროფესორმა თეა ლატიფაშვილმა განუცხადა, დოკუმენტური ფილმების თემატიკა იმ წარმატებულ მეწარმეებს შეეხებოდა, რომლებიც საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ეწევიან.
“კონკურსში მონაწილეობა ბათუმის, ქუთაისის, გორის, სამცხე-ჯავახეთის, ახალციხის, თბილისის და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებმა მიიღეს. ნახევარფინალში 4-მა ნამუშევარი (ბათუმი, ქუთაისი, გორი, თელავი) გავიდა. ჟიურიმ ფილმები შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩია. ფინალში მხოლოდ ორი გამარჯვებული , თელავის და ბათუმის უნივერსიტეტების ფილმები გამოვლინდა”, – განუცხადა knews.ge-ს თეა ლატიფაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პროექტის მიზანს საქართველოში, განსაკუთრებით კი, რეგიონებში, აგროჟურნალისტიკის განვითარება წარმოადგენდა.