ახალი ამბები

თესაუში თურქული ენის უფასო შემსწავლელი კურსები განახლდება

როგორც knews.ge-ს თესაუს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავრმა სპეციალისტმა, თურქული ენის კოორდინატორმა ია შიუკაშვილმა განუცხადა, თურქული ენის სწავლა უფასოა.
“წარმატებულ სტუდენტებს სემესტრის ბოლოს შესაძლებლობა ექნებათ, გაემგზავრონ თურქეთში, დაფინანსებულ ექსკურსიაზე. რეგისტრაცია დაწყებულია. თურქული ენას მსურველებს უფასოდ შეასწავლის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ილიას ჩილოღლუ”, – განუცხადა knews.ge-ს ია შიუკაშვილმა.