ველისციხელი თამარ კაკალაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება
ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი საესტრადო ჯგუფები მიიღებენ, სოფლის მოსახლეობის ინიციატივით დაიგეგმა. შემოსული თანხა კი გოგონას მკურნალობას მოხმარდება.
თამარ კაკალაშვილის მეგობრების ინფორმაციით, იგი ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა და ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება.
,,მას გაუკეთდა 3 მძიმე ოპერაცია. აღენიშნება ქალა-ფუძის მოტეხილობა, თხემის ძვლის მოტეხილობა, მრავლობითი ტრავმა. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ყველა ჩვენგანის დახმარება სჭირდება. მის გადასარჩენად კიდევ აუცილებელია 2 გადაუდებელი ოპერაცია. ყველას ვთხოვთ, მონაწილეობა მიიღონ საქველმოქმედო ღონისძიებაში, ბილეთის ფასია 5 ლარი. ვისაც სურვილი აქვს ფინანსური დახმარების, შეუძლით თანხა გადმორიცხონ შემდეგ ანგარიშზე, ინტერნეტ ან მობაილ ბანკით. თი-ბი-სი ბანკი: TBCBGE22 , ანგარიშის ნომერი GE15TB7458845061100080, მიმღები თამარის და ნატო კაკალაშვილი. პ.ნ.13001069320 29/03/1997 თამარი. გადასარჩენად ყოველი ლარი მნიშვნელოვანია”, – განუცხადეს Knews.ge-ს თამარ კაკალაშვილის მეგობრებმა.