გურჯაანის მერიის ახალგაზრდულმა საბჭომ ევროპარლამენტის კონკურსზე წარმატება მოიპოვა
ევროპის აკადემიური გაცვლითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა კონკურსი, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან საჯარო სკოლების 150 მოსწავლე მონაწილებდა. კონკურსში გურჯაანის მერიის ახალგაზრდული საბჭოს 8 წევრმა მიიღო მონაწილეობა. საბჭოს ერთ-ერთი წევრი მარიამ ბაწელაშვილი პარტიის საპატიო დელეგატი გახდა.
“მე საერთაშორისო პოლიტიკით ვარ დაინტერესებული. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ევროპარლამენტოს მოდელირებაში მონაწილეობა. სამი დღის განმავლობაში პარტიასთან ერთად ვმსჯელობდი მიგრაციის, საერთაშორისო პოლიტიკის და სხვა საკითხებზე”, – განუცხადა knews.ge-ს მარიამ ბაწელაშვილმა.