კახეთის საოლქო პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა
ლევან პაქსაშვილმა ვაჟა ფანოზიშვილი შეცვალა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2014-დან 2017 წლამდე იკავებდა. იგი ახლა ფინანსთა სამინისტროში მუშაობს.
,,საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა. თბილისში, ასევე, რამდენიმე რაიონსა და რეგიონში ახალი პროკურორი დაინიშნა. ჯამში საუბარია 6 საკადრო ცვლილებაზე. საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება’’,- განუცხადეს Knews.ge-ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.