გურჯაანის საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” მეოთხე ფრაქცია შექმნა
როგორც Knews.ge-ს საკრებულოს აპარატის უფროსმა, თინათინ ბიწაძემ განუცხადა, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე საკრებულოს წევრი რამაზ უტიაშვილი იქნება, მოადგილის თანამდებობა კი თეიმურაზ ზარდიაშვილმა დაიკავა.
,,ამ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 6 ფრაქციაა შექმნილი: ესენია: ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“, ,,ქართული ოცნება -მრეწველები’’, ,,ქართული ოცნება -კონსერვატორები’’, ,,ევროპული საქართველო“, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მწვანეები“ და ,,გურჯაანი’’. გუშინ შეიქმნა მე-6 ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მწვანეები“, რომლის შემადგენლობაში სამი წევრი შედის’’,- განუცხადა knews.ge-ს თინათინ ბიწაძემ.
ფრაქციის თავმჯდომარის, რამაზ უტიაშვილის თქმით, მათი მუშაობის მთავარი მიზანი ქალაქში სუფთა გარემოს შექმნა იქნება და სამომავლოდ სწორედ ამ მიმართულებით დააყენებენ საკრებულოში ინიციატივებს.
,,ჩვენი მუშაობის ძირითადი მიმართულება იქნება ქალაქში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება. ძირითადად ვიმუშავებთ ქალაქის დასუფთავების კუთხით’’, – აღნიშნა რამაზ უტიაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების თავმჯდომარეების ხელფასი 1350 ლარით, ხოლო მოადგილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო1250 ლარით განისაზღვრა. წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის ინფორმაცით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან ფრაქციების დაფინანსებისთვის 200 000 ლარამდეა გამოყოფილი.